მე გამოვიყენე დაბლენდერებული ხახვი, მოვშუშე ზეთში და კარაქში და დავუმატე ბულგური, გავაჩერე 2-3წთ და დავასხი 300 მლ ცივი წყალი. მანამდე ცალკე ჯამში მოვამზადე მაწვნის მასა, გავთქვიფე კვერცხი, დავასხი 250 მლ წყალი, დავუმატე მაწონი და არაჟანი, კარგად გავაერთიანე მასა და შევათქვიფე ფქვილი. როცა ქვაბში ცივ წყალს ჩავასხამ, მაშინვე ვუმატებ მაწვნის მასას და ვურევ განუწყვეტლივ, ასე წვნიანი აღარ იჭრება. ვუმატებ ნიორს, მარილს, პილპილს და ვადუღებ ბულგურის მოხარშვამდე. ბოლოს ვამატებ მწვანილს და მზადაა! რჩევა: რადგან ბულგურს ვიყენებთ, წვნიანი მეორე დღეს უფრო სქელი იქნება (ბულგური იწოვს სითხეს). თუ დაგრჩებათ, გაცხელებისას შეგიძლიათ ცოტაოდენი ადუღებული წყლით გაათხელოთ.