გავასუფთაოთ დამბალხაჭო. შემდეგ დავჭრათ პატარა ნაჭრებად, მოვათავსოთ ტაფაზე და დავასხათ ცოტაოდენი წყალი. ტაფა დავდგათ ნელ ცეცხლზე და ხის კოვზით მუდმივად ვურიოთ, რომ ხაჭო გაიშალოს. პროცესში დავამატოთ ცოტაოდენი ფქვილი. მასა რომ კარგად გაცხელდება და წელვადი გახდება, დავამატოთ ერბო და გავაგრძელოთ მორევა, სანამ ინგრედიენტები კარგად არ შეერთდება. თეფშზე ჯერ დავასხათ ცოტაოდენი ერბო (რათა ხაჭო არ მიეკრას) და ზემოდან გადმოვიღოთ ცხელი ხაჭოერბო.