პატარა ქვაბში ან ტაფაზე დაყარეთ 75 გრამი შაქარი და დაბალ ცეცხლზე გაალღვეთ, სანამ თხევად, ოქროსფერ კარამელად არ იქცევა. მიღებული კარამელი სასწრაფოდ ჩაასხით დესერტის ფორმაში და ფრთხილად დაატრიალეთ, რომ მასა ფორმის კედლებსაც მოედოს. ბანანი გაასუფთავეთ და დაჭერით რგოლებად. ტაფაზე გაადნეთ კარაქი, დააწყვეთ ბანანები და შეწვით ორივე მხრიდან 1-2 წუთის განმავლობაში. დაამატეთ დარჩენილი 35 გრამი შაქარი და გააჩერეთ ცეცხლზე, სანამ ბანანი კარამელიზდება. კარამელიზებული ბანანი გადაიტანეთ ჯამში, დაასხით რძე და დაუმატეთ ვანილინი. ხელის ბლენდერით ათქვიფეთ ერთგვაროვანი, კრემისებური მასის მიღებამდე. აგარ-აგარი გახსენით 50 მლ წყალში, მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ 1-2 წუთი. მიღებული მასა სწრაფად ჩაასხით ბანანის ნარევში და კარგად აურიეთ. მზა მასა ჩაასხით კარამელიან ფორმაში და შედგით მაცივარში მინიმუმ 2 საათით, სანამ დესერტი სრულად არ გამაგრდება. სუფრასთან მიტანის წინ, ფორმას ფრთხილად შემოატარეთ დანა, დააფარეთ თეფში და გადმოაბრუნეთ. კარამელი ლამაზად ჩამოეღვრება დესერტს და თქვენი ბანანის შედევრიც მზად არის! პატარა რჩევა: რაც უფრო მწიფეა ბანანი, მით უფრო არომატული და ტკბილი გამოვა თქვენი დესერტი. მოცემული რაოდენობა გათვლილია 2 პორციაზე (13 სმ დიამეტრის ფორმისთვის).