ხორცი ნებისმიერი შეგვიძლია ავიღოთ: ღორის, ხბოს, ქათმის, ინდაურის. მთავარია იყოს ნაზი და ახალი, სასურველია ფილე. შეგვიძლია გამოვიყენოთ ერთი სახეობა ან შერეული.ხორცი საშუალო ზომაზე დავჭრათ და ძალიან ცივი წყალი დავასხათ. დავტოვოთ 40 წუთი. შემდეგ კომბაინში ან ბლენდერში ძალიან კარგად დავამუშავოთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. ჩავამატოთ მარილი და ყველა სანელებელი, ხელახლა ავთქვიფოთ.ხორცსაკეპ მანქანას დავუმაგროთ სპეციალური პირი, ზედ წამოვაცვათ კარგად გარეცხილი ნაწლავები და სასურველი ზომის სოსისები გავაკეთოთ. ვეცადოთ სოსისებში სიცარიელე არ დარჩეს და ნაწლავი მთლიანად კარგად შეივსოს.შეგვიძლია გავყინოთ ან მაშინვე მოვამზადოთ. ძალიან გემრიელია და რაც მთავარია ნატურალური.