სოუსი: კვერცხის გულები ათქვიფეთ ორთქლის აბაზანაზე. თქვეფის პროცესში ნელ-ნელა დაამატეთ გამლღვალი კარაქი, ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი. სატაცური: მოხარშეთ მარილიან წყალში (დაახლოებით 3-5 წუთი, რომ დარჩეს ხრაშუნა). სერვირება: სალათის ფოთლებზე დაალაგეთ სატაცური და მოასხით მომზადებული სოუსი.