გაასუფთავეთ ყველა ბოსტნეული. ნიახურის ძირი (ბოლქვი) დაჭერით 8 ნაწილად, ცუკინი და პრასის ერთი ღეროს თეთრი ნაწილი - 4 ნაწილად. 2.5 ცალი სტაფილო და ნიახურის ღეროები გაჭერით შუაზე (ნახევარი სტაფილო შეინახეთ ბოლოსთვის). სიბასი გაასუფთავეთ შიგნეულობისა და ქერცლისგან. ბასრი დანით თევზს თავთან გაუკეთეთ ჭრილი და ფრთხილად მოაცილეთ ფილე ხერხემალს თავიდან კუდის მიმართულებით. იგივე გაიმეორეთ მეორე მხარეს. თევზის თავები და ხერხემლები კარგად გარეცხეთ. ფილეს მოაცილეთ ფარფლები და დარჩენილი ფხები. ცენტრში გაუკეთეთ გრძივი, კუთხისებრი ჭრილი, რათა ამოიღოთ შუა ძვალი. შედეგად უნდა მიიღოთ 4 სუფთა ფილე კანით. დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი. ჩაყარეთ დაჭრილი ბოსტნეული (სტაფილოს ნახევრის გარდა), მთლიანი ხახვი, თევზის თავები, ხერხემლები, ოხრახუში და კამა (ცოტაოდენი მწვანილი შეინახეთ მოსართავად). წყალი ძლივს უნდა ფარავდეს ინგრედიენტებს. აადუღეთ მაღალ ცეცხლზე, შემდეგ დაუწიეთ და ადუღეთ 1 საათის განმავლობაში. არ მოურიოთ, პერიოდულად ჩამჩით გადაასხით ბულიონი ზემოდან მოქცეულ ბოსტნეულს. მზა ბულიონი გადაწურეთ წვრილ საცერში სუფთა ქვაბში. დადგით საშუალო ცეცხლზე და მასში ფრთხილად ჩააწყვეთ სიბასის ფილე. გააჩერეთ ცეცხლზე მხოლოდ 3 წუთი. ამასობაში წვრილად დაჭერით დარჩენილი პრასი, ოხრახუში და სტაფილოს ნახევარი (თხელ ჩხირებად). ჩაყარეთ ქვაბში, დაამატეთ მარილი და გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 1-2 წუთი. ბულიონი ამოიღეთ თეფშებზე, თითოეულ პორციაში ჩადეთ თევზის ფილე, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა და მიირთვით ცხელი.