პირველ რიგში დავამარინადოთ ფილე. ხორცი დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად. გავუკეთოთ მარილი 1 ჩკ, წიწაკა 1/2 ჩკ, პაპრიკა 1 ჩკ, ნახევარი ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი 1 სკ. გავაჩეროთ 30 წუთი შემდეგ კი შევწვათ ზეითუნის ან მცენარეულ ზეთში, რომელსაც გავუკეთე 1 ჩკ ძირა. ვწვავთ მაღალ ცეცხლზე , როგორც კი გათეთრდება მზად არის,ამოვიღოთ ტაფიდან. ( ხორცი ტაფაში მჭიდროდ არ უნდა იყოს გაფანტეთ. რატომ? როდესაც ხორცი ერთმანეთთან მჭიდროდაა გამოუშვებს წვენს და დაიწყებს ხარშვას და არა წვას, ჩვენ კი პირიქით გვინდა. თუ ხორცი ბევრია ტაფისთვის ნაწილ-ნაწილ შეწვით) იმავე ტაფაში ჩავუშვათ ბოსტნეული და ვწვათ მაღალ ცეცხლზე , რამდენიმე წუთი, თან ვურიოთ, როგორც კი ოდნავ დარბილდება.