2 შეკვრა ტარხუნა მაქვს და გახეხილი სულგუნი. ჯამში უნდა მოვათავსოთ 200 მლ თბილი რძე. ვუმატებთ 1 სუფრის კოვზ არასავსე საფუარს. ახლა დავუმატოთ შაქარი - 1 სუფრის კოვზი, ესეც არასავსე. დავუმატოთ მწიკვი მარილი და ახლა ვიწყებთ ნელ-ნელა ფქვილის დამატებას. ფქვილი დაახლოებით 150-200 გრამი დაგვჭირდება. ვუმატებთ ზეთს, 2 სუფრის კოვზს. კარგად მივურიოთ, მოვურიოთ და შემდეგ ხელით კარგად, აი ასე გემრიელად მივზილოთ და მოვზილოთ. აი, ასეთი რბილი ცომი უნდა გამოვიდეს. ახლა ცომი დავასვენოთ და მანამდე მოვამზადოთ გულსართი. გარეცხილი, გასუფთავებული ტარხუნა დავჭერი, ახლა ვუმატებ სულგუნს. ასე გადავურიოთ ერთმანეთში და გულსართიც მზად არის. სამუშაო მაგიდაზე მოვაყაროთ ფქვილი, გადავიტანოთ ცომი, აი ასე მსუბუქად მივზილოთ და ახლა ცომს გავყოფ ორ ნაწილად. ორი ფუმფულა ხაჭაპური გვექნება. ცომი გავაფხვიეროთ, მოვათავსოთ გულსართი - ბლომად, მე მიყვარს ბევრი გულსართი და თხელი ცომი. ახლა მოვახვიოთ ხაჭაპური სტანდარტულად, აი ასე, და გავაბრტყელოთ. მოვათავსოთ გამოსაცხობ ფორმაზე, ზემოდან ახლა მოვაყაროთ გახეხილი სულგუნი და დაჭრილი კარაქის ნაჭრებს დავამატებ. შევაბრძანებთ ღუმელში 200 გრადუსზე, ზედა-ქვედა წვაზე. ზუსტად 20 წუთი დასჭირდა მომზადებას და აი, ასეთი ფრაწულა ზედაპირით ჩვენი ხაჭაპური მზად არის. ახლა აუცილებლად უნდა დავჭრა და ვნახოთ, როგორი გამოვიდა. სანამ გურული ბიჭები მიირთმევენ, მინდა გითხრათ, რომ ცომი გამოვიდა ძალიან ნაზი და რბილი. ნახეთ როგორია - თხელი ცომი და ბევრი გულსართი. გამოვიდა ზეგემრიელობა!