თავდაპირველად ცხიმში დავბრაწავთ ფილეს, ნიორთან და სუნელებთან ერთად. დაბრაწულ ფილეს ვამატებთ გახეხილ სტაფილოს, კარგად გადავურევთ, სტაფილო ფერს რომ გამოუშვებს, ვამატებთ ბულგარულს, წიწიბურას და ვასხამთ წყალს, ისე რომ კარგად დაიფაროს მასა. მარილი და პილპილი არ გვავიწყდება. დავაფარებთ თავზე და ნელ ცეცხლზე ვადუღებთ, სანამ სითხე არ დაშრება. მომზადებულ კერძს ცოცხლად მოვაყრით ქინძს ან ოხრახუშიც ძალიან უხდება და მივირთმევთ გემრიელად.