კრემის მომზადება: ჯამში მოათავსეთ კრემყველი, დაუმატეთ შაქრის პუდრა და ვანილი. კარგად აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ცივი ნაღები და მიქსერით კარგად ათქვიფეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან, ფუმფულა კრემს. (მნიშვნელოვანია, რომ კრემყველი და ნაღები იყოს ცივი, რათა კრემი კარგად ამოვიდეს). მარწყვის მასა: 500 გრ მარწყვი დააბლენდერეთ პიურეს კონსისტენციამდე. დარჩენილი მარწყვი შეგიძლიათ გამოიყენოთ დეკორაციისთვის. აწყობა: ჩხირები სათითაოდ ამოავლეთ მარწყვის პიურეში და დააწყვეთ სასურველი ფორმის ძირზე. ზემოდან გადაუსვით მომზადებული კრემის ერთი ფენა. გაიმეორეთ იგივე პროცესი მეორე ფენისთვის. გაციება: აწყობილი დესერტი შედგით მაცივარში მინიმუმ 4 საათით (იდეალურ შემთხვევაში მთელი ღამით), რათა გემოები კარგად გაუჯდეს და კრემი სტაბილური გახდეს. დეკორი: სუფრასთან მიტანის წინ ზემოდან საცრის საშუალებით მოაყარეთ კაკაო და მორთეთ ახალი მარწყვით.