წითელი ხახვისა და პამიდვრის სალსა
წითელი ხახვისა და პამიდვრის სალსა
დრო 50წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ზეითუნის ზეთი - 1 ს.კ
  • პამიდორი - 3
  • 3 ლაიმის ან 2 ლიმონის წვენი
  • წითელი ხახვი - 2 პატარა თავი
  • მარილი - 1 ს.კ
  • ქინძი - 1/2 ს.კ
მომზადების წესები
ხახვი შუაზე გავჭრათ, შემდეგ კი ძალიან თხლად დავჭრათ. მოვაყაროთ  მარილი და დავტოვოთ 10 წუთი.
შემდეგ თბილი წყალი დავასხათ, კიდევ 10 წუთის შემდეგ კი გადავწუროთ და გავრეცხოთ.
ხახვს დავასხათ ლიმონის/ლაიმის წვენი და ზეთი. შევდგათ 30 წუთი მაცივარში.

ამასობაში პამიდორიც დავჭრათ, ხახვის მსგავსად, ჯერ შუაზე, შემდეგ კი ძალიან თხელ ნაჭრებად. დავამატოთ ხახვიან ჯამში. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი , ამოვურიოთ, დავამატოთ მარილი, თუ საჭიროდ მივვიჩნევთ და გემრიელად მივირთვათ.

ასეთი სალსა ნებისმიერ კერძს შეგვიძლია დავურთოთ გარნირად, განსაკუთრებით უხდება ხორცის კერძებს.
ტეგები:
სალათა პამიდორი ხახვი სალსა ნანახია: 9127