თასში ჩაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ წყალი, კვერცხი, მარილი, შაქარი და საფუარი. მოზილეთ ცომი, სანამ არ გახდება ელასტიური. მოზელილი ცომი დადეთ თასში, დააფარეთ ცელოფანი და გააჩერეთ დასასვენებლად. დასვენებული ცომი დაყავით პატარა გუნდებად. თითოეული გუნდა გააბრტყელეთ ძალიან თხლად. გაბრტყელებულ ფენებს წაუსვით გამდნარი კარაქი, დაადეთ ზემოდან მეორე გაბრტყელებული ფენა და ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე. შემდეგ მჭიდროდ გადაახვიეთ რულეტად. გადახვეული ცომი დაჭერით ნაწილებად. თითოეული ნაწილი ხელით გააბრტყელეთ ისე, რომ შიგნით შიგთავსი ჩაიდოს. ტაფაზე მოთუშეთ ფარში სანელებლებთან ერთად, ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი მწვანე ხახვი. ცომის პატარა გაბრტყელებულ გუნდებს შუაში ჩაუდეთ მომზადებული შიგთავსი და შეკარით. ღვეზელებს გადაუსვით კვერცხის გული (ბზინვარებისთვის) და მოათავსეთ ღუმელში. აცხვეთ 200 გრადუსზე, ზედა და ქვედა წვაზე, 40 წუთის განმავლობაში.