კარგად გარეცხეთ მარწყვი და პიტნის ფოთლები. მარწყვს მოაცილეთ ყუნწები და დაჭერით ოთხად. მაღალ ჭიქებში ჩაყარეთ პიტნის ფოთლები (თითოეულში დაახლოებით 5 ცალი) და დაუმატეთ შაქარი. ხის კოვზით ან სპეციალური პესტით კარგად დაჭყლიტეთ, რათა პიტნამ გამოუშვას არომატი და შეერიოს შაქარს. ჩაუმატეთ ჭიქებში დაჭრილი მარწყვი. გამოწურეთ ლიმონის ან ლაიმის წვენი (სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ ხილის თხელი ნაჭრებიც). ბოლოს, ჭიქები აავსეთ ყინულის კუბიკებით და დაასხით გაზიანი წყალი. მორთეთ მთლიანი მარწყვითა და პიტნის ფოთლებით. ჩადეთ საწრუპი და გემრიელად მიირთვით!