ქვაბში გაადნეთ კარაქი, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ. ხახვს დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი. მოშუშეთ ცოტა ხანს. დაასხით წყალი ისე, რომ ბოსტნეული დაიფაროს და დაახურეთ თავსახური. როცა კარტოფილი დარბილდება, დაამატეთ გარეცხილი ისპანახი. ადუღეთ ზუსტად 2 წუთი და გადმოდგით ცეცხლიდან. მასა დააბლენდერეთ ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე. მიღებულ მასას დაამატეთ ნაღები, მარილი და პილპილი (გემოვნებით). სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი მუსკატის კაკალი. დააბრუნეთ ცეცხლზე და ადუღებამდე მიიყვანეთ. მიირთვით სუხარიკებთან ერთად.