ბადრიჯანი გავთალოთ ნაწილობრივ, დავჭრათ თხელ ნაჭრებად. დავალაგოთ ღუმელის დაფაზე (ჟარონაზე), მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ოდნავ ზეთი და ვწვათ 180 გრადუსზე სანამ არ დარბილდება. სოუსისთვის ზეთში რამდენიმე წუთი ვწვათ როზმარინი, ნიორი და პილპილი. არომატს რომ გაუშვებს ნიორი, ვუმატებთ მწვანე ხახვს და პამიდვრის წვენს. გავუკეთოთ სუნელები, მარილი და რეჰანი. გავათხელოთ თუ ძალიან სქელია სოუსი, იდუღოს რამდენიმე წუთი. შემდეგ ჩავაწყოთ ბადრიჯნის ხვეულა მოვაყაროთ ოხრახუში. დავაყოვნოთ კიდევ 2 წუთი დაბალ ცეცხლზე და მზად არის მისართმევად. შეგიძლიათ საქონლის ფარში დაუმატოთ, ძალიან მოუხდება.