ვიწყებთ მარწყვის მომზადებით, რომელსაც ვუმატებთ შაქარს და ლიმონის წვენს. ამოვურევთ და გადავდგამთ. კრემისთვის ცივ მასკარპონეს დავუმატოთ ვანილი, შაქარი და ლიმონის წვენი. გავთქვიფოთ კრემოვანი მასის მიღებამდე. შემდეგ კი შევათქვიფოთ ასევე ცივი ნაღები. უნდა მივიღოთ ჰაეროვანი მასა. თეფშზე მოვათავსოთ პირველ ფენად კრემი, შემდეგ მარწყვი, სურვილისამებრ მისი წვენიც და მე ცოტაოდენი ფისტაც მოვაყარე. ეს დესერტი ჩვენი ოჯახის უდავო ფავორიტია, აუცილებლად მოამზადეთ და ისიამოვნეთ!