დაჭრილი ხორცი ჩათუთქეთ თავისივე წვენში. წვენს რომ დაიშრობს, დაუმატეთ ხახვი და დაჭრილი ბულგარული, შემდეგ დაბრაწეთ კარაქთან ერთად. დაუმატეთ სუნელები, აჯიკა, კარგად გადაურიეთ და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე 4-5 წთ.შემდეგ მოასხით დაბლენდერებული ან დაჭრილი პომიდორი, ტომატ-პასტა და ცოტა წყალი. ადუღეთ 10-12 წთ. ბოლოს მოაყარეთ მწვანილი, დაჭყლეტილი ნიორი და მიირთვით გემრიელად!