კვერცხი და შაქარი ერთად ავთქვიფოთ სანამ ჰაეროვან მუსისმაგვარ მასას მივიღებთ. ჩავამატოთ ნაღები, შემდეგ გაცრილი ფქვილი, ვანილი , სოდა და კარგად ავურიოთ.მაფინის ფორმებს წავუსვათ კარაქი და 2/3-ზე შევავსოთ ცომით. თითოეულ კექსს ცენტრში შოკოლადის თითო ნაჭერი ჩავუდოთ.გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი. მოვამზადოთ მინანქარი: შოკოლადი და კარაქი გავადნოთ, ჩავამატოთ კაკაო და თბილი დავასხათ მაფინებს