კვერცხის ცილები და გულები ცალ-ცალკე გაყავით. ცილები ათქვიფეთ მყარ ქაფად. თანდათანობით დაუმატეთ შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა, სანამ მბზინავი და მკვრივი ბეზე არ მიიღება. სათითაოდ შეურიეთ კვერცხის გულები დაბალ სიჩქარეზე. ბოლოს ფრთხილად დაამატეთ გაცრილი ფქვილი და სილიკონის სპატულით აურიეთ. ჩაასხით ფორმაში და გამოაცხვეთ 150°C-ზე 1 საათი და 20 წუთი. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით. ეს მეთოდი განსაკუთრებით კარგია დიდი, მაღალი ბისკვიტებისთვის, რადგან თანაბრად ცხვება და ნაკლებად იკეცება. კრემი გამოვიყენე მოხარშული და ცივი ერთად გაერთიანებული. თქვენი გემოვნებით გააფორმეთ მარწყვებით. ასევე დაგაინტერესებთ: "ღუნღულა და ჰაეროვანი კრემი, რომელიც ტორტებისა და დესერტების გასაფორმებლად გამოგადგებათ... კარგად იჭერს ფორმას და არ დნება სითბოში" - მკითხველის რეცეპტი