ღრმა ჯამში ჩაახალეთ 6 კვერცხი, დაუმატეთ 280 გრ. შაქარი და მწიკვი მარილი. ათქვიფეთ მიქსერით ჰომოგენური, ფაფუკი მასის მიღებამდე. განუწყვეტელი თქვეფის პროცესში დაამატეთ 140 მლ. ზეთი, 400 გრ. მაწონი და ვანილი. კარგად ათქვიფეთ. დააცერით 420 გრ. ფქვილი და 12 გრ. გამაფხვიერებელი. ათქვიფეთ მიქსერით დაბალ სიჩქარეზე, სანამ ერთგვაროვან, თხევად ცომს არ მიიღებთ. გადაიტანეთ ცომი საცხობ ფირფიტაზე (დაფენილპერგამენტის ქაღალდზე) და გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 170°C გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი და გაგრილებული ბისკვიტიდან სპეციალური ფორმით ან ჭიქით ამოჭერით პატარა მრგვალი ნამცხვრები. დარჩენილი ბისკვიტის ნაჭრები ხელით კარგად დაფშხვენით ლანგარზე და შეურიეთ 100 გრ. დაფქული ნიგოზი. ჯამში ათქვიფეთ 200 გრ. კარაქი, დაუმატეთ 275 გრ. კრემ-ყველი და 200 გრ. შედედებული რძე. ათქვიფეთ კარგად კრემისებრი მასის მიღებამდე. ამოჭრილი ბისკვიტები გაჭერით შუაზე, წაუსვით კრემი შიგნიდან, გარედან და ზემოდან. ბოლოს ამოავლეთ ნიგვზიან და ბისკვიტის ფშკვნარში.