ბისკვიტის გამოცხობა: ათქვიფეთ 6 კვერცხის ცილა მწიკვ მარილთან ერთად. ნელ-ნელა დაუმატეთ 6 სუფრის კოვზი შაქარი და კარგად ათქვიფეთ.სათითაოდ შეურიეთ კვერცხის გულები.ბოლოს დაამატეთ 7 სუფრის კოვზი ფქვილი და ხის კოვზით ან ნიჩბით ფრთხილად შეურიეთ მასას.გადაიტანეთ ცხიმწასმულ და კალკადაფენილ ფორმაში (დიამეტრი: 24 სმ). აცხვეთ 170–180°C ტემპერატურაზე, ზედა-ქვედა წვით, 35 წუთის განმავლობაში. კრემის მომზადება: რძე, კვერცხის გულები, შაქარი, სახამებელი და ფქვილი ათქვიფეთ ერთად და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე, განუწყვეტელი მორევით, სანამ არ გასქელდება. გააციეთ.ცალკე კარგად ათქვიფეთ დარბილებული კარაქი ვანილთან ერთად.კარაქიან მასას ნელ-ნელა შეურიეთ გამყარებული გაციებული ფაფა და 5 სუფრის კოვზი შესქელებული რძე.ბოლოს შეურიეთ ცალკე ათქვეფილი და გამყარებული ნაღები. დასანამი სიროფის მომზადება: ქვაბში მოათავსეთ 10-15 მარწყვი, 1 ჭიქა შაქარი და 1 ჭიქა წყალი. წამოადუღეთ, შემდეგ გააჩერეთ გასაცივებლად.სითხე გადაწურეთ, დაუმატეთ ვანილი და 2 სუფრის კოვზი კონიაკი. ტორტის აწყობა: ბისკვიტი გაჭერით შუაზე. ფენები დანამეთ მომზადებული სიროფით, წაუსვით კრემი და მოაყარეთ დაჭრილი მარწყვი. დაადეთ მეორე ფენა ბისკვიტი. ტორტი გარედანაც დაფარეთ კრემით. გააჩერეთ მაცივარში 1 საათით. ბოლოს გააფორმეთ თეთრი შოკოლადის ფირფიტებითა და მარწყვით.