ბოსტნეულის მომზადება: გაახეხეთ სტაფილო, წვრილად დაჭერით ბულგარული წიწაკა და ხახვი. მოთუშეთ ისინი ცოტაოდენ ზეთში. საწებლის მომზადება: პატარა ჯამში მოათავსეთ 1–2 სუფრის კოვზი ტომატპასტა. დაუმატეთ მარილი, შავი პილპილი, სასურველი სუნელები (მაგ. მშრალი აჯიკა, ცოტა კოწახური), წვრილად დაჭრილი მწვანილი, წყალი და კარგად აურიეთ. გულსართის მომზადება: ნახევრად მოხარშულ ბრინჯს დაუმატეთ მომზადებული საწებელი და მოთუშული ბოსტნეული. კარგად აურიეთ. ვაზის ფურცლები: ვაზის ფურცლები რამდენიმე წუთით ჩაყარეთ მდუღარე მარილიან წყალში (გაათეთრეთ). მოაჭერით უხეში ბოლოები. ვაზის ფურცლებზე მოათავსეთ გულსართი და შეახვიეთ. მჭიდროდ ჩაალაგეთ ტოლმები ქვაბში. ზემოდან დაუმატეთ რამდენიმე კბილი ნიორი. წყალში გახსენით ცოტა ტომატპასტა და მარილი, მოასხით ტოლმებს. დააფარეთ თეფში, ზედ დაადეთ სიმძიმე და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 30–35 წუთის განმავლობაში.