სოუსის მომზადება: დაჭერით პომიდორი და გახეხეთ (კანს ნუ გააყოლებთ). ტაფაზე ან ქვაბში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი ზეთში, სანამ ოქროსფერი არ გახდება. დაუმატეთ პომიდორი, მარილი, პილპილი და თქვენი საყვარელი სანელებლები. დატოვეთ დაბალ ცეცხლზე 40 წუთი - ეს დროა საჭირო, რომ გემოები "დამეგობრდეს". ცომის მომზადება: მოხარშული კარტოფილი გაფცქვენით, კარგად დაჭყლიტეთ ან გახეხეთ. შეურიეთ ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი. ფორმირება: ცომისგან გააკეთეთ გრძელი "ძეხვი", დაჭერით პატარა, 3-სმ-იან ნაჭრებად. მოხარშვა: ჩაყარეთ ნიოკი მდუღარე მარილიან წყალში (დაუმატეთ 2 კოვზი ზეთი, რომ არ მიიკრას). როგორც კი ამოტივტივდება, დაელოდეთ 3 წუთი და მზადაა! სერვირება: ამოიღეთ ნიოკი, მოასხით სქელი ტომატის სოუსი, მოაყარეთ ბევრი ყველი და ახალი რეჰანი.