ცომისთვის დაგჭირდებათ 1 კილოგრამი ფქვილი, 600 მილილიტრი თბილი წყალი, 1-2 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი, 1-2 ჩაის კოვზი მარილი, ხოლო ბოლოს 2-3 ჩაის კოვზი ზეთი. ცომი გააფუეთ, ხოლო გაფუების შემდეგ შეგიძლიათ პირდაპირ გამოიყენოთ იგი. შეგიძლიათ დაამრგვალოთ ცომი, შემდეგ დააფაროთ და დაიწყოთ მისი გაბრტყელება. გაბრტყელებულ ცომს წაუსვით ოთახის ტემპერატურის კარაქი, გადაკეცეთ, კვლავ გააბრტყელეთ და გაიმეორეთ ეს პროცესი 2-3-ჯერ. შიგთავსისთვის გამოიყენეთ ყველი, რომელსაც შეგიძლიათ დაუმატოთ კარაქიც. ხაჭაპურის თავზე გადაუსვით კვერცხის გული, შეზავებული რძით, და გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში მაქსიმალურ ტემპერატურაზე.