მუშმალა კარგად გაასუფთავეთ და გარეცხეთ. გაჭერით მუშმალა, მოაშორეთ შავი ნაწილები, კურკები და დაჭერით სასურველ ნაჭრებად (კურკებიანი ნაწილი მოაშორეთ). მუშმალა მოათავსეთ ქვაბში. დაუმატეთ 500 გრ. შაქარი და 200 მლ. წყალი. დააყოვნეთ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ დაადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 15 წუთი. გადმოდგით და გააცივეთ. მეორეჯერაც დაადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 10 წუთი. შემდეგ გააცივეთ. მესამეჯერ ადუღებისას, დააყოვნეთ მანამ, სანამ მურაბა ქაფს არ მოიხდის და ქარვისფერი არ გახდება. მზა მურაბა ჩაასხით სტერილიზებულ ქილებში და შეინახეთ.