სოუსის მომზადება: ღრმა თასში მოათავსეთ 300 გრ ბერძნული იოგურტი (ან არაჟანი). დაუმატეთ გახეხილი და გაწურული კიტრი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და კამა. დაუმატეთ 2 კბილი გახეხილი ნიორი, ნახევარი ლიმონის წვენი, მარილი და შავი წიწაკა. კარგად აურიეთ და დააყოვნეთ ნახევარი საათით, რათა გემოები კარგად გაერთიანდეს. კვერცხის მომზადება: მოხარშეთ კვერცხები, გაფცქვენით და გაჭერით შუაზე. ამოიღეთ გულები ცალკე თასში, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ბერძნული იოგურტი (ან არაჟანი), სუნელები (ხმელი ქინძი, პაპრიკა) და მარილი. კარგად დასრისეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. თეფშზე გაანაწილეთ მომზადებული სოუსი. სოუსზე დააწყვეთ მოხარშული კვერცხის ცილები. საკონდიტრო ტომრის (ან კოვზის) მეშვეობით, კვერცხის გულების მასა შეავსეთ ცილების გულში. ბოლოს მოასხით მცირე ოდენობით კახური ზეთი და მორთეთ პაპრიკით.