ატამი დავჭრათ, თუ რბილია კანიანად დავტოვოთ, ამოვაცალოთ კურკები და დავაბლენდეროთ. ლიმონისგან კი გამოვწუროთ წვენი. ჭურჭელში სურვილისამებრ მოვათავსოთ ძირში პიტნა და ცოტა დავჩეჩქვოთ, რომ არომატი გამოუშვას. დავუმატოთ სიტკბოსთვის თაფლი ან შაქრის სიროფი, დაბლენდერებული ატამი, ლიმონის წვენი, გაზიანი წყალი და კარგად გადავურიოთ. დავუმატოთ ყინულები და გემრიელად გავგრილდეთ.