ცხელი შოკოლადის ფხვნილი
ცხელი შოკოლადის ფხვნილი
დრო 5წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ცხელი შოკოლადი საუკეთესო სასმელია ზამთრის ცივ ამინდებში. მოამზადეთ წინასწარ ეს ნარევი და შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას. სურვილის შემთხვევაში, უცბად მოიმზადებთ ღვთაებრივ სასმელს :)

თუ ლამაზ ქილაში მოათავსებთ და  ბაფთით მორთავთ, შესანიშნავი საახალწლო საჩუქარიც იქნება მეგობრებისთვის.

ინგრედიენტები

  • რძის ფხვნილი - 2.5 ჭიქა
  • კაკაო - 1 ჭიქა
  • შაქრის პუდრი - 2 ჭიქა
  • მარილი - 1 ჩ.კ
  • სიმინდის სახამებელი - 2 ჩ.კ
მომზადების წესები
შეარჩიეთ გემრიელი, ხარისხიანი კაკაო.
დიდ თასში ჩაყარეთ ყველა ინგრედიენტი და კარგად შეურიეთ ერთმანეთს. შემდეგ გადაიტანეთ ქილაში და მშრალ, გრილ ადგილას შეინახეთ.

მომზადებისას, ჩაყარეთ ჭიქაში 2-3 კოვზი ფხვნილი და დაასხით ცხელი წყალი ან რძე. თუ უფრო სქელი, ინტენსიური გემოს მქონე სასმელი გსურთ, ჭიქა ფხვნილით თითქმის ნახევრამდე შეავსეთ და შემდეგ დაასხით მდუღარე სითხე.
ტეგები:
სასმელი კაკაო ნანახია: 12112