გათალეთ 100 ცალი კაკალი და ჩაყარეთ წყალში. 3 დღის განმავლობაში, დღეში სამჯერ, უცვალეთ კაკალს წყალი. მეოთხე დღეს კაკალი დაჩხვლიტეთ და ჩაყარეთ წინასწარ გამზადებულ კირხსნარში (0.5 კგ კირი 5 ლიტრ წყალში). კირხსნარში კაკალი გააჩერეთ 4 დღე, დღეში ერთხელ ამოურიეთ. 4 დღის შემდეგ კაკალი კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში. დაასხით სუფთა წყალი და მომდევნო დღეების განმავლობაში კვლავ უცვალეთ წყალი დღეში სამჯერ. პირველი ხარშვა: კარგად გარეცხილი კაკალი ჩაყარეთ მდუღარე წყალში და ადუღეთ 15 წუთი. გადაწურეთ. მეორე ხარშვა (შაბით): კვლავ აადუღეთ წყალი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი შაბი, ჩაყარეთ კაკალი და ადუღეთ 15 წუთი. გადაწურეთ. მესამე ხარშვა (შაქრით): კვლავ აადუღეთ წყალი, დაუმატეთ 1 ჭიქა შაქარი, ჩაყარეთ კაკალი და ადუღეთ 15 წუთი. კვლავ გადაწურეთ. საბოლოო სიროფისთვის აიღეთ 5 ლიტრი წყალი და 2.5 კგ შაქარი. ჩაყარეთ კაკალი და ხარშეთ კარგად. ხარშვის პროცესში დაუმატეთ 10 მარცვალი მიხაკი არომატისთვის. ხარშეთ მანამ, სანამ მურაბა მზად არ იქნება.