წყალს დავუმატოთ მარილი,კარაქი და შემოვდგათ ცეცხლზე. გადნება კარაქი,წყალი დაიწყებს დუღილს და დაბალ ცეცხლზე სწრაფი მორევით ვუმატებთ ფქვილს და ვაერთიანებთ მასას.ვშუშავთ ცომს 5-7 წთ. გადავიტანთ ცომს ჯამში და 10 წუთის შემდეგ დავუმატებთ კვერცხს ცალობით. ცომი კარგად დავამუშაოთ მიქსერით ან ნიჩბით ყოველი კვერცხის დამატების დროს. ცომი მძიმედ უნდა ეშვებოდეს ნიჩბიდან (არ უნდა იყოს არც თხელი,არც სქელი) დავსვათ ცივ საცხობ სინზე სასურველი ზომის და ფორმის და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში. ვაცხობთ 20 წთ 220 გრადუსზე და 20 წთ 180 გრადუსზე.