ფქვილს შეურიეთ მარილი. დაამატეთ წყალი და ლიმონის წვენი (ან ძმარი) და მოზილეთ რბილი, გლუვი ცომი. გადაახვიეთ და შედგით მაცივარში 30 წუთით. ცივი კარაქი გააბრტყელეთ მართკუთხედის ფორმაზე ორ საცხობ ქაღალდს შორის. გააბრტყელეთ ცომი, შუაში მოათავსეთ კარაქი და მთლიანად შეფუთეთ. გააბრტყელეთ ერთ მიმართულებაზე და გადაკეცეთ სამად. შედგით მაცივარში 30 წუთით. იგივე პროცესი (გაბრტყელება + სამად დაკეცვა + 30 წუთი მაცივარში) გაიმეორეთ 5–6-ჯერ. ბოლოს ცომი მაცივარში მინიმუმ 1 საათით გააჩერეთ, შემდეგ კი გამოიყენეთ სასურველი ნამცხვრების, კრუასანების, ფენოვნების ან სხვა ცომეულის მოსამზადებლად.