საცხობ ლანგარზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრი ისე, რომ მთლიანად დაიფაროს. თითით გააკეთეთ ჩხირების ფორმის ღრმულები. ფორმა შეინახეთ ცალკე. გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. ცილა ათქვიფეთ მწიკვ მარილთან ერთად ბეზეს მასამდე. თქვეფისას ნელ-ნელა დაამატეთ შაქარი. ბეზე მზად არის, თუ მასა არ ძვრება თასს გადმოტრიალებისას. გულები მსუბუქად ათქვიფეთ და შეურიეთ ბეზეს (ფრთხილად, უჯანგავი ან მინის თასში). ცალკე შეურიეთ სიმინდის სახამებელი და ფქვილი. საცერის დახმარებით, პატარ-პატარა ულუფებად შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები კვერცხის მასას (ნელა, სპატულით). საცერის დახმარებით, პატარ-პატარა ულუფებად შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები კვერცხის მასას (ნელა, სპატულით). ცომი გადაიტანეთ საცხობ ტომარაში. დასვით ჩხირები წინასწარ მომზადებულ ფორმებში. აცხვეთ 160-165°C-ზე, დაახლოებით 10-15 წუთი (უნდა მიიღოს ოქროსფერი შეფერილობა). გამოცხობის შემდეგ გააციეთ ბადეზე.