ქათმის ფრთების მომზადება: დაასველეთ გარეცხილი ფრთები ქაღალდის ხელსახოცით, რათა ზედმეტი ტენი მოშორდეს. მოათავსეთ თასში, დაუმატეთ მარილი, შებოლილი პაპრიკა, ნივრის ფხვნილი, შავი პილპილი და ზეთი. კარგად აურიეთ და გააჩერეთ ნახევარი საათი. Honey BBQ სოუსის მომზადება: პატარა ქვაბში მოათავსეთ კეტჩუპი, თაფლი, ყავისფერი შაქარი, ვორჩესტერის სოუსი, ვაშლის ძმარი, დიჟონის მდოგვი, შებოლილი პაპრიკა, დაჭყლეტილი ნიორი და წყალი. კარგად აურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე საშუალო ცეცხლზე. ადუღების შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ 7-10 წუთი გასქელებამდე. ბოლოს დაამატეთ კარაქი და კარგად აურიეთ, სანამ ბოლომდე არ გაიხსნება. შეწვა: ტაფაზე კარგად გააცხელეთ ზეთი და მოათავსეთ ფრთები. შეწვით თითოეულ მხარეს დაახლოებით 5-5 წუთი, სანამ ოქროსფრად არ შეიბრაწება. როდესაც ფრთები შეიწვება, დაასხით მომზადებული BBQ სოუსი და კარგად ამოურიეთ, რომ სოუსი თანაბრად გადანაწილდეს ფრთებზე. გააჩერეთ ცეცხლზე დამატებით 1-2 წუთი. მზა ფრთები გადმოიტანეთ თეფშზე და მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი.