კვერცხები გაყავით ცილებად და გულებად. კვერცხის გულებს დაამატეთ შაქარი (300-350გრ) და ათქვიფეთ. შეურიეთ მაწონი ან არაჟანი (250გრ), 1 ჩაის კოვზი სოდა და ვანილი. კარგად გადაურიეთ, შემდეგ დაუმატეთ ზეთი (200 მლ) და კვლავ ათქვიფეთ. ბოლოს დაამატეთ ფქვილი (450გრ) და კარგად გაურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. კვერცხის ცილები ათქვიფეთ მიქსერით მყარი მასის მიღებამდე. ცილა ნაზად შეურიეთ წინასწარ მომზადებულ მასას. სურვილისამებრ შეგიძლიათ ამ ეტაპზე დაუმატოთ დაჭრილი ხილი (მაგალითად, ვაშლი). საცხობ ფორმაში (დიამეტრი 30 სმ) ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი და ჩაასხით ცომი. ზემოდან ლამაზად გაანაწილეთ სასურველი ხილი (მარწყვი, ვაშლი, კივი, ბანანი, ფორთოხალი). შედგით 180°C-ზე წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათით.