დრო
0წთ
ულუფა
0
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- თეთრი მინანქრისთვის:
- მარილი
- ვანილი
- კვერცხი - 1 დიდი
- ფქვილი - 2.5 ჭიქა
- კარაქი ან მარგარინი - 290 გ
- შაქრის პუდრი - 1/2 - 3/4 ჭიქა
- კვერცხის ცილა - 1
- შაქრის პუდრი - 1 ჭიქა (შეიძლება ცოტა მეტიც)
მომზადების წესები
ყველა ინგრედიენტი ჩაყარეთ კომბაინში და აურიეთ. მიღებული ცომი ცელოფანში გაახვიეთ და 1 საათი მაცივარში შედეთ.
შემდეგ ცომი 3 მმ-ზე გააბრტყელეთ და მრგავალი ფორმები გამოჭერით. დაალაგეთ ქაღალდჩაფენილ ფორმაში და 180 გრადუსზე 15 წუთი აცხვეთ.
თოვლის ბაბუის ხელებისთვის შოკოლადი გამოიყენეთ: გამდნარი შოკოლადი კორნეტში ჩაასხით და პერგამენტის ფურცელზე დახატეთ ხელები. აცალეთ გაციება. კაშნე მზადდება წითელი ფონდანტით - შაქრის მასით. თავის ნაცვლად გამოიყენეთ თეთრი მარშმელოუ, დანდნარი თეთრი მასა კი იგივე სამეფო მინანქარია, რომელიც შაქარის პუდრით და კვერცხის ცილით მზადდება: ცილას შეურიეთ შაქრის პუდრა და კარგად აურიეთ რომ მთლიანად ერთგვაროვანი იყოს. გლაზური ჩაასხით კორნეტში და მოხატეთ ნამცხვარი.