თასში ჩაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ მარილი და თანდათანობით შეაზილეთ თბილი წყალი. მოზილეთ მაგარი, ელასტიკური ცომი. გააჩერეთ 15-20 წუთი. გაყავით ცომი გუნდებად და თითოეული გააბრტყელეთ დაახლოებით 2 მმ სისქეზე. დაჭერით რომბებად ან კვადრატებად (ეს არის ე.წ. წერო ხინკალი). დანაყეთ ნიორი და აურიეთ გატარებულ ნიგოზში. აადუღეთ მარილიანი წყალი, ჩაყარეთ დაჭრილი ცომი და ხარშეთ დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში. ამოიღეთ მოხარშული ცომი ქაფქირით. ფენებად დააწყეთ თეფშზე, თითოეულ ფენას მოაყარეთ ნიგვზისა და ნივრის მასა და მოასხით გამდნარი ერბო ან კარაქი. გემრიელად მიირთვით!