ბლენდერში შეურიეთ ორცხობილა(პეჩენია), დაჭრილი ნიგოზი და დარბილებული კარაქი, სანამ ფხვიერ, ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. გადაიტანეთ მასა 23x33 სმ ზომის საცხობ ფორმაში და თანაბრად ჩატკეპნეთ ძირზე. პატარა ქვაბში შეურიეთ შაქარი, წყალი და სიმინდის სახამებელი. დადგით საშუალო ცეცხლზე და ხარშეთ მუდმივი რევის პირობებში, სანამ ნარევი არ წამოადუღდება და არ გასქელდება (დაახლოებით 2 წუთი). გადმოდგით ცეცხლიდან, ჩაყარეთ ატმის ჟელეს ფხვნილი და ურიეთ სრულ გახსნამდე. დაამატეთ დაჭრილი ატამი, ნაზად ამოურიეთ და დატოვეთ სრულ გაგრილებამდე. ცალკე ჯამში მიქსერით ათქვიფეთ დარბილებული ნაღების ყველი და შაქრის პუდრა გლუვ მასამდე. ფრთხილად შეურიეთ ათქვეფილი ნაღების ნახევარი (1 ჭიქა). მიღებული კრემი თანაბრად გადაანაწილეთ გაცივებულ, გამომცხვარ ძირზე. კრემის ფენას ზემოდან თანაბრად მოასხით გაცივებული ატმის შიგთავსი. ბოლო ფენად წაუსვით დარჩენილი ათქვეფილი ნაღები (1 ჭიქა). შედგით დესერტი მაცივარში მინიმუმ 3–4 საათით (სასურველია მთელი ღამით), რომ ფენები კარგად გაცივდეს და გამყარდეს. სასარგებლო რჩევები ატმის გაფცქვნა: ახალი ატამი ადვილად რომ გაფცქვნათ, ჩაუშვით მდუღარე წყალში 30 წამით, შემდეგ კი გადაიტანეთ ყინულიან წყალში - კანი თითქმის თავისით ჩამოძვრება. ფორმის შენარჩუნება: დაჭრამდე დესერტი კარგად უნდა იყოს გაცივებული, რათა ულუფები ლამაზად და სუფთად ამოვიდეს. სურვილისამებრ მორთეთ ჟოლოთი