როგორ მოვამზადოთ სულგუნი სახლის პირობებში
როგორ მოვამზადოთ სულგუნი სახლის პირობებში
დრო 60წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • წყალი
  • ჭყინტი ყველი
მომზადების წესები
სულგუნის მოსამზადებლად უმარილო, ჭყინტი ყველი დაგვჭირდება. ყველი დავჭრათ 1-2 სმ სისქის ნაჭრებად.
დიდ ქვაბში გავაცხელოთ წყალი 80-90 გრადუსამდე, ანუ ადუღებამდე მივიყვანოთ, მაგრამ არ ავადუღოთ. ცეცხლს მინიმუმამდე დავუწიოთ.
ჩავყაროთ ყველის ნაჭრები და დავიწყოთ მორევა ხის კოვზით, ერთი მიმართულებით. როცა ყველი ბოლომდე დარბილდება და გაიწელება ცეცხლიდან გადმოვიღოთ. ამოვიღოთ ყველი კოვზით ან ნიჩბით და დავიწყოთ ერთმანეთზე ფენა-ფენა დადება, თან მრგვალი ფორმაც მივცეთ.
სულგუნის თავი გადადუღებულ ცივ წყალში ჩავდოთ 10-15 წუთი, შემდეგ კი საწურზე დავდოთ ზედმეტი სითხისგან დასაწურად.

ამის შემდეგ ყველი გამოყენებისთვის მზადაა. შეგვიძლია მარილი მოვაყაროთ ან უმარილოდ გამოვიყენოთ. ასევე შეიძლება მისი წათხში შენახვა.

პატარა თავების გაკეთება უფრო მოსახერხებელი და მარტივია.

How to make Sulguni cheese at home
ტეგები:
ყველი სულგუნი ნანახია: 143838