კომში გავრეცხოთ, გავჭრათ შუაზე და ფრთხილად ამოვაჭრათ გული. გამოსაცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი, მოვაყაროთ შაქარი და დავალაგოთ კომში გაჭრილი მხარით ზემოთ, თითოეულ ნაჭერზე მოვათავსოთ 1 ჩ/კ. კარაქი, ნიგოზი გემოვნებით, 1ჩ/კ. თაფლი, თავზე მოვაყაროთ 1ს/კ შაქარი და ცოტა დარიჩინი. მოვასხათ ლიმონის წვენიც. გამოვაცხოთ 180-200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 30-40 წუთი, ამ დროში კომში უნდა დარბილდეს და დაიბრაწოს, თუ ასე არ არის, ცოტა ხანს კიდევ დატოვეთ ღუმელში. პერიოდულად თავისივე გამოშვებული წვენი დაასხით.