ღუმელში გამომცხვარი კომში ნიგვზით და თაფლით
ღუმელში გამომცხვარი კომში ნიგვზით და თაფლით
დრო 40წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ლიმონის წვენი - 2 ს.კ
  • დარიჩინი
  • ნიგოზი
  • შაქარი - 4 ჩ.კ
  • თაფლი - 4 ჩ.კ
  • კარაქი - 4 ს.კ
  • კომში - 2
მომზადების წესები
კომში გავრეცხოთ, გავჭრათ შუაზე და ფრთხილად ამოვაჭრათ გული.
გამოსაცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი, მოვაყაროთ შაქარი და დავალაგოთ კომში გაჭრილი მხარით ზემოთ, თითოეულ ნაჭერზე მოვათავსოთ 1 ჩ/კ. კარაქი, ნიგოზი გემოვნებით, 1ჩ/კ. თაფლი, თავზე მოვაყაროთ 1ს/კ შაქარი და ცოტა დარიჩინი. მოვასხათ ლიმონის წვენიც. გამოვაცხოთ 180-200 გრადუსზე  გაცხელებულ ღუმელში  დაახლოებით 30-40  წუთი, ამ დროში კომში უნდა დარბილდეს და დაიბრაწოს, თუ ასე არ არის, ცოტა ხანს კიდევ დატოვეთ ღუმელში. პერიოდულად თავისივე გამოშვებული წვენი დაასხით.
ტეგები:
კომში ნიგოზი თაფლი ნანახია: 21080