იმუნიტეტის ასამაღლებელი გემრიელი ნარევი
იმუნიტეტის ასამაღლებელი გემრიელი ნარევი
დრო 10წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ეს გემრიელი "წამალი" ბევრმა თქვენგანმა შეიძლება იცის კიდეც. განსაკუთრებით პოპულარულია ორსულებში - ასაკოვანი ექიმები სწორედ ამ ნარევს ურჩევენ მათ :)  

ეს ნარევი ორგანიზმს უამრავი საჭირო ვიტამინით, მიკროელემენტით, მინერალით ამარაგებს და მის ბრძოლისუნარიანობას ამაღლებს.

ინგრედიენტები

  • თაფლი - 200 გ
  • ნიგოზი - 200 გ
  • შავი ქლიავის ჩირი, უკურკო - 200 გ
  • გარგრის ჩირი - 200 გ
  • ქიშმიში (თეთრიც და შავიც) - 200 გ
  • ლიმონი - 1
მომზადების წესები

რეცეპტი ძალიან მარტივია: ყველა ინგრედიენტი, თაფლის გარდა ხორცსაკეპში უნდა გაატაროთ. შემდეგ თაფლი დაამატოთ და კარგად აურიოთ. მიიღებთ წებოვან, სქელ, გემრიელ მასას, რომელიც ყოველ დღე 1-2 კოვზი უნდა მიირთვათ. შეინახეთ მაცივარში.

მთავარი ინგრედიენტების გარდა, ნარევს შეგიძლიათ დაამატოთ ნუში, კედარის კაკალი (განსაკუთრებულად სასარგებლოა), ლეღვის ჩირი.


 

ტეგები:
ლიმონი ჩირი ქიშმიში ნიგოზი თაფლი ნანახია: 367058