გარეცხეთ და დაჭერით ქათმის კუჭები (სურვილისამებრ შეგიძლიათ გულ-ღვიძლიც მიაყოლოთ). მოათავსეთ კუჭები ქვაბში (ან კეცში/ქვაბში ცეცხლზე) და თუშეთ საკუთარ ცხიმში დაახლოებით 1–2 საათის განმავლობაში, სანამ ცხიმი თითქმის არ ჩაშრება და ხორცი რბილი არ გახდება. დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, როზმარინის ღერები და ჩაჰშუშეთ ერთად. დაამატეთ დაჭრილი პამიდორი, რეჰანის ფოთლები, წიწაკა და ნიორი. მოაყარეთ მარილი გემოვნებით, კარგად აურიეთ და მიიყვანეთ მზადყოფნამდე, რომ ყველა გემო ერთმანეთს შეერწყას.დასრულებისას მზა კერძს მოაყარეთ ახალი მწვანილი (ქინძი). წინასწარ გაფრთხილებთ ხანგრძილვად მზადდება თქვენი ჩართულობის გარეშე, მაგრამ ყოველ დახარჯულ წუთს გინაზღაურებთ ისეთი გემრიელია. კუჭები ითუშება მისივე ცხიმში, 1-2 საათი სანამ თითქმის არ ჩაშრება ცხიმი. წარმოიდგინეთ ყველა გემო შესულია ხორცში.