თევზს მოაჭერით თავი, გაასუფთავეთ შიგნეულობისგან, კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ. დანის წვერით გაჭერით თევზი ზურგის მხარეს (ხერხემლის გასწვრივ), ისე რომ არ გაიჭრას ბოლომდე. გადაშალეთ თევზი „წიგნივით“ და გულმოდგინედ ამოაცალეთ ხერხემალი და წვრილი ფხები. პატარა ჯამში შეურიეთ მაიონეზი, მდოგვი, დაჭყლეტილი ნიორი და შავი პილპილი. ბოლოს დაუმატეთ წვრილად გახეხილი ყველი და კარგად აურიეთ. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, დაალაგეთ გამზადებული თევზი (კანიანი მხარით ქვემოთ). თევზის ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ ყველნარი სოუსი. შედგით წინასწარ 180°C-მდე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ სრულ მზადყოფნამდე, სანამ ყველის ფენა ოქროსფრად არ დაიბრაწება.