ორცხობილა დააქუცმაცეთ, დაუმატეთ გამდნარი კარაქი და კარგად აურიეთ. გადაიტანეთ ფორმის ძირზე, კარგად დატკეპნეთ და გამოაცხვეთ 170°C-ზე 10 წუთის განმავლობაში. კრემ-ყველი და შაქარი დაბალ სიჩქარეზე მსუბუქად აურიეთ. სათითაოდ დაამატეთ კვერცხები და ყოველი დამატების შემდეგ გადაურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ნაღები, ბოლოს კი სახამებელი და ვანილინი. მომზადებული მასა გადაიტანეთ გამომცხვარ ძირზე. ფორმა მოათავსეთ წყლით სავსე ლანგარზე (ორთქლისთვის) და გამოაცხვეთ 160°C-ზე დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. გამორთეთ ღუმელი და ჩიზქეიქი 1 საათით დატოვეთ შიგნით. შემდეგ სრულად გააგრილეთ და მაცივარში მთელი ღამით შეინახეთ. ზემოდან მოასხით მოცვის კონფი და ისიამოვნეთ უგემრიელესი მოცვის ჩიზქეიქით.