კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ, დაუმატეთ შაქარი და შემდეგ გულები სანამ მასა არ გათეთრდება და არ გაფაფუკდება. დაამატეთ მაწონი, ზეთი და ვანილი. კარგად აურიეთ. ცალკე შეურიეთ ფქვილს გამაფხვიერებელი და მარილი, შემდეგ კი ნელ-ნელა ჩაამატეთ თხევად მასაში. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. უნდა მიიღოთ საშუალო სისქის ცომი - ბლინის ცომზე ოდნავ სქელი. გამოცხობა: ტაფას მსუბუქად წაუსვით ცოტაოდენი ზეთი. ჩაასხით მომზადებული ცომი და გადაანაწილეთ თანაბრად. დააფარეთ თავსახური და აცხვეთ ყველაზე დაბალ ცეცხლზე 25–30წუთის განმავლობაში. როცა ნამცხვრის ზედაპირი გაშრება და კარგად გამოცხვება, ფრთხილად გადააბრუნეთ თეფშის დახმარებით. მეორე მხარესაც აცხვეთ დაახლოებით 5–7 წუთი, სანამ ლამაზად არ შეყავისფრდება. გააგრილეთ, მოაყარეთ შაქრის პუდრა და მიირთვით.