ფქვილი და გამაფხვიერებელი გადაურიეთ. დაამატეთ ცივი კარაქის კუბები და ააფხვიერეთ ცომი. შემდეგ დაამატეთ კვერცხის გული, არაჟანი და მოზილეთ რბილი ცომი. გაყავით სამ ნაწილად, გადააკარით პლასტიკი და შეინახეთ მაცივარში მინიმუმ 30 წუთი. გულსართისთვის ნიგოზი გაატარეთ ან დააჩოპერეთ, დაუმატეთ შაქარი, ვანილი, კვერცხის ცილა და კარგად გადაურიეთ. გულსართიც გაყავით სამ ნაწილად და შემდეგ თითოეული 8 ნაწილად. მაცივრიდან გამოიღეთ ცომის ერთი ნაწილი და გააბრტყელეთ წრიულად, დაახლოებით 2–3 მმ სისქეზე. დაჭერით 8 სამკუთხედად. თითოეულზე დადეთ გულსართი და გადაახვიეთ ფართო მხრიდან წვერისკენ. იგივე გაიმეორეთ დარჩენილ ორ ნაწილზეც. დაალაგეთ საცხობ ქაღალდზე და გამოაცხვეთ 180°C-ზე დაახლოებით 18–22 წუთი, სანამ ოდნავ ოქროსფერი გახდება. გაციების შემდეგ მოაყარეთ შაქრის პუდრა.