ლობიო ჩვეულებრივ მოვხარშოთ, წვენი გადავუწუროთ და ამოვლესოთ ან დავაბლენდეროთ. ლობიოს პიურე გემოვნებით შევაზავოთ სანელებლებით და ვაცადოთ შეგრილება. პერგამენტის ქაღალდი ან სამზარეულოს ცელოფანი გავშალოთ, ზედ გადავიტანოთ ლობიოს პიურე, დანით თანაბრად გავაბრტყელოთ და დანითვე წავუსვათ სამარხვო კარაქის თხელი ფენა. შემდეგ ქაღალდი ან ცელოფანი ზემოთ ავწიოთ და ფრთხილად გადავახვიოთ რულეტი. რულეტი მთელი ღამით შევდგათ მაცივარში, მეორე დღეს კი თანაბარი ზომის რგოლებად დავჭრათ, სურვილისამებრ გავაფორმოთ და ისე მივიტანოთ სუფრასთან.