კარგად გარეცხეთ ქლიავი და გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ კურკები. საცხობ ფორმაში ჩაყარეთ შაქრის ნაწილი (მთლიანი მასიდან). დააწყვეთ ქლიავის ნახევრები, ზემოდან გამოწურეთ ლიმონის წვენის ნაწილი. მოაყარეთ დარჩენილი შაქარი, დააწყვეთ დარჩენილი ქლიავი, კიდევ დაასხით ლიმონის წვენი და მოასხით წყალი. შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე, ზედა-ქვედა წვაზე, დაახლოებით 1 საათით. მზა მურაბა ჩაასხით სტერილიზებულ ქილებში და დაახურეთ თავსახურები.