კარგად გავრეცხოთ პომიდორი, გავათავისუფლოთ თესლისა და ზედმეტი წვენისგან. ბულგარულს ამოვაცალოთ თესლი და კარგად გავრეცხოთ. ჩავყაროთ პროდუქტები ქვაბში და დავდგათ ცეცხლზე. დაველოდოთ, სანამ სრულად არ ჩაიშლება. პომიდორი სწრაფად იშლება, ბულგარულს კი ცოტა მეტი დრო სჭირდება - დაელოდეთ მის სრულ დარბილებას. მასა ოდნავ გავაგრილოთ და გადავიტანოთ საწურზე, ზედმეტი სითხე დაიწრიტება (ეს წვენი არ გვჭირდება). დარჩენილი მომზადებული პომიდორი და ბულგარული კარგად დავაბლენდეროთ. დაბლენდერებული მასა კვლავ დავდოთ საწურზე და გავცხრილოთ (ავტორმა ამისთვის ბლენდერის თავი გამოიყენა), რათა სქელი მასა დარჩეს, ხოლო უხეში კანები და ნაწილაკები მოსცილდეს. მიღებული სქელი მასა დავდგათ მოსახარშად, დავუმატოთ მხოლოდ მარილი. გათიშვის წინ ცხლადვე ვასხამთ სტერილურ ქილებში და ვხუფავთ.