დაჭერით ხახვი, ნიორი, ქინძი და რეჰანი, შემდეგ ბლენდერში ერთად დააბლენდერეთ. ჯამში მოათავსეთ საქონლის ფარში, დაუმატეთ დაბლენდერებული მწვანილისა და ხახვის მასა, კარგად გარეცხილი მრგვალი ბრინჯი, მარილი და პილპილი. მასა კარგად გადაურიეთ. მიღებული ფარში გადააფარეთ საკვები ცელოფნით და მაცივარში 1 საათით გააჩერეთ. ბულგარულ წიწაკას და პომიდორს მოაჭერით თავები და გულები გამოასუფთავეთ. მომზადებული ფარშით კარგად დატენეთ ბულგარული წიწაკები და პომიდვრები. დარჩენილი ფარშისგან კი მრგვალი ბურთულები (გუფთები) გააკეთეთ. დატენილი ტოლმები და გუფთები მჭიდროდ ჩააწყვეთ ქვაბში. სოუსის მომზადება: დაბლენდერებულ პომიდორს დაუმატეთ წყალი, ტომატ-პასტა და მარილი. მზა სოუსი ასხით ქვაბში ჩაწყობილ ტოლმებს. ქვაბს ზემოდან დაახურეთ თეფში და დაადეთ მძიმე ქვა (რათა დუღილისას არ დაიშალოს), შემდეგ ხარშეთ მზადებამდე.